კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მიზანი
უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს arnica.ge-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ.
წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს arnica.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, arnica.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (უსაფრთხოების პოლიტიკა) წარმოადგენს arnica.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინების განმარტება
საიტი – ვებ გვერდი arnica.ge.
კომპანია – ვებ გვერდის arnica.ge-ის მფლობელი კომპანია: შპს „ედიქ”, ს/კ: 431176185.
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
arnica.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა arnica.ge-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
გაგაცნობთ პერსონალურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით arnica.ge-ის დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც arnica.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის.
საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება:
- სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი – საჭიროა საიტზე ავტორიზაციისა და მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის.
- ქალაქი და მისამართი – საჭიროა პროდუქტის მიწოდებისთვის სასურველ მისამართზე.
არასრულწლოვანი პირები
ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია arnica.ge-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ამ ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი:
- თქვენი თანხმობა
- სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება
- კანონიერი ინტერესები
- კანონიერი მოვალეობა
ინფორმაციის გავრცელება
arnica.ge თქვენი ნებართვის გარეშე არ უმხელს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას იტოვებს ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ.
თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას.
ვის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები
პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ, იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
ავტომატურად შენახული ინფორმაცია (Cookies)
Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით, ტელეფონის ნომრით. arnica.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას
ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია შევინახოთ 10 წლამდე ვადით, რათა შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში, როგორიცაა: საჩივრებზე მტკიცებულებებისთვის, შესრულებული პირობის მტკიცებულებისთვის, შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღებად.
ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში
arnica.ge იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ვებსაიტის მომხმარებელს უშუალოდ ვებსაიტის საშუალებით.
თქვენი გადაწყვეტილება
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.
თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: arnicageo@gmail.com
